გიორგი მარგველაშვილი უცხოელ პარტნიორებს - როდესაც ქართველი ერის მოთმინების ფიალა ივსება, არ ყოფილა, რომ გამარჯვებისთვის არ მიეღწიოს, ამიტომ დადექით ამ ხალხის გვერდზე

დროზე დადექით ამ ხალხის გვერდით, - ამ სიტყვებით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს უცხოელ პარტნიორებს მიმართა.

როგორც მარგველაშვილმა რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, როდესაც საქართველოს მოსახლეობის მოთმინების ფიალა ივსება, ის ყოველთვის აღწევს გამარჯვებას.

„მინდა მივმართო ჩვენ უცხოელ პარტნიორებს, მადლობა თანადგომისთვის, მაგრამ მინდა ერთი რამე გითხრათ: მე ვიცნობ ქართველ ერს, თქვენც იცნობთ, მაგრამ მე ალბათ, უკეთსად ვიცნობ. ეს იცოდეთ, როდესაც რუსთაველი ასე ივსება, როდესაც ქართველი ერის მოთმინების ფიალა ივსება, არ ყოფილა რომ ამ ხალხს გამარჯვებისთვის არ მიეღწიოს, ამიტომ დროზე დადექით ამ ხალხის გვერდით“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო