ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას სამი მოთხოვნით მიმართავენ

ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას სამი მოთხოვნით მიმართავენ. მოთხოვნები პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ელენე ხოშტარიამ გააჟღერა.

უფრო კონკრეტულად, ოპოზიციური სპექტრი მოითხოვს:

  1. ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები;
  2. გადადგეს თამარ ჟვანია და კომისიები სამართლინი წესით დაკომპლექტდეს;
  3. გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები;

ხოშტარიას თქმით, წამზომი ჩართულია და "ივანიშვილს 20:00 საათამდე აქვს დრო".

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობას. ჩვენ, ოპოზიციური ძალები მივიჩნევთ, რომ ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, რადგან არ ასახავს ხალხის ნებას. ჩვენ უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე. პოზიცია სრულად გაიზიარა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც შევიდა და ვერ შევიდა ცესკო-ს გაყალბებული ციფრებით პარლამენტში. დაფიქსირდა უპრეცედენტო ოპოზიციური ერთიანობა.

ჩვენ აქ შეკრებილი ადამიანები ვითხოვთ: პირველი - ხელახალ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ეს არჩევნები ვერ იქნება მიახლოებულიც კი თავისუფალთან, თუ არ შესრულდება მეორე მოთხოვნა - თამარ ჟვანია უნდა გადადგეს და კომისიები უნდა დაკომპლექტდეს სამართლიანი წესით. ბოლოს - ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს გამოშვებული.

წამზომი ჩართულია და ივანიშვილს დრო აქვს 20:00 საათამდე , რომ გამოვიდეს და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ამ საკითხებზე ელაპარაკოს ხალხს, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და გადაწყვიტოს რა უნდა - წავა თავისით თუ მაინც მოუწევს წასვლა, რადგან ამ ძალას ვერავინ დაუპირისპირედება“, - განაცხადა ხოშტარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა