გიგი უგულავა - ჩვენ ვართ „ვარდების რევოლუციის“ თაობა, რომელიც სიყალბეს არ მიიღებს, რომელიც დიდი ხანი მოითმენს, მაგრამ თუ შედგა ერთობა, ეს ერთობა გადაქაჩავს ყველაფერს

გამარჯვება ხალხო, გამარჯვება, რომელიც მოგვტაცეს, წაგვართვეს, გამარჯვება, რომელიც თქვენი იყო და იმ ვიგინდარამ მიისაკუთრა, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას მოქალაქეებს.

მისივე თქმით, ეს ბრძოლა აღარაა პარტიული ბრძოლა, იმიტომ, რომ პარტიული ბრძოლა და არჩევნები მათ ბიძინა ივანიშვილმა წაართვა.

„ყველამ ერთად გავაგონოთ ჩვენი ხმა ივანიშვილს, „ბიძინა წადი!", „ბიძინა წადი!", „ბიძინა წადი!". წავა, წავა, ეგეთები წასულან?! დღეს უკვე თავისი დრონები დამალეს, კოსმოში ააფრინეს, იქიდანაც ზღვა ხალხი გამოჩნდა და მიხვდნენ, რომ უნდა დაიმალონ. მეგობრებო, რაც არ უნდა ყორღანებიდან ააფრინონ დრონები, ხალხს მაინც ვერ დამალავ. საღამოს, როცა ივანიშვილს ტელევიზორს ჩაურთავენ, ნახავს ცარიელ ქუჩებს, ხელოვნურ კადრებს, მაგრამ ხალხის ხმა მაინც არ დააძინებს მას და არ მოასვენებს მას. გინდა აქ იჯდეს, გინდა ურეკში, გინდა საჩხერეში. ხალხი აქ დგას, ხალხი არ გაჩერდება. ჩვენ არჩევნებამდე ყველას ერთმანეთთან გვქონდა კონკურენცია და ეს ნორმალურია, მაგრამ როცა არჩევანს მოგპარავენ, ჩვენი ვალდებულებაა ყველამ ერთად, ყველა პოლიტიკოსმა, დავანახოთ საზოგადოებას რანი ვართ ჩვენ პარტიების მიღმა, იმიტომ, რომ ეს ბრძოლა აღარაა პარტიული ბრძოლა, იმიტომ, რომ პარტიული ბრძოლა და არჩევნები წაგვართვეს. ამიტომ, ეს არის ხალხის ბრძოლა, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით დამთავრდება. მეგობრებო, უნდა გვესმოდეს, რამხელა ნაძირლებთან გვაქვს საქმე, ამ ადამიანებმა, იმიტომ, რომ საკუთარი პროპაგანდისტული არხების ეთერზე დაეწერათ „გარეჯი საქართველოა!", ამისთვის ორი ადამიანი დაიჭირეს ციხეში. მარტო ამიტომ. გარეჯი საქართველოა, მაგრამ თქვენ არ ხართ საქართველო. თქვენ ხართ უცხო, უბედურება, შავი ჭირი, რომელსაც ქართველი ხალხი ჩამოირეცხავს", - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, ეს არის რეჟიმი, რომელმაც გუშინ ორ ადამიანს საკუთარი ძმაკაცის მკვლელობა დააბრალა.

„მეგობრებო, სირცხვილია, ვინც ამ პროპაგანდაში ხართ, სირცხვილია, შვილები გყავთ, რას აკეთებთ?! გარეჯი მართლა საქართველოა, სად არის რატომ აღარ წერია თქვენს ეკრანზე? თუ ეს არჩევნებისთვის არ იყო გამიზნული. თქვენ ხართ აფერისტები! მე მინდა ყველა პოლიტპატიმარი გავამხნევო აქედან, მალე გათავისუფლდებით, არ შეშინდეთ და არ შედრკეთ, იმიტომ, რომ ხალხმა გაიღვიძა, დიდი ხანი ითმინა საზოგადოებამ, ჩვენ ვართ კანონმორჩილი, მშვიდობიანი, „ვარდების რევოლუციის“ თაობა, რომელიც სიყალბეს არ მიიღებს, რომელიც დიდი ხანი მოითმენს, მაგრამ თუ შედგა ერთობა, ეს ერთობა გადაქაჩავს ყველაფერს. ინტერნეტიც გათიშული იყო იმისთვის, რომ გადაცემა არ ყოფილიყო. ასეთ პატარა მეწვრილმანე ადამიანებთან, მაგრამ ვერაგ ადამიანებთან გვიწევს საქმე. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი დემოკრატიისთვის, ჩვენ ვიბრძვით მშვიდობისთვის, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში იყოს კეთილდღეობა. ოპოზიციის ერთობა უმნიშვნელოვანესია დღეს, როგორც არასდროს ყველას ესმის, რომ ამ პარლამენტში შესვლა, პარლამენტში შესვლა კი არ არის, არის „ქართულ ოცნებაში" შესვლა. პირდაპირ კომპარტიაში შესვლაა“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს