ეკა ბესელია აქციის მონაწილეებს - ივანიშვილს ძალიან კარგად ვიცნობ, ერთადერთი რაც მას უკან დაახევინებს, ეს თქვენი ძალაა, თქვენი სიმტკიცე და გაუტეხლობაა

არ მახსოვს არცერთი შემთხვევა, როდესაც ხალხის წინააღმდეგ მდგარ ხელისუფლებას გაუმარჯვია, ეს არასდროს მომხდარა, ამიტომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, თქვენ ხართ გამარჯვებულები და ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხმა უნდა დაიბრუნოს თავისუფლებაც, სამართლიანობაც.

„ყველანი, ვინც აქ ხართ დღეს, გამარჯვებულები ხართ. გამარჯვება არ იზომება იმით, რას წერს ხელისუფლება საკუთარი სურვილის მიხედვით, გამარჯვება იზომება იმით, რამდენად შეგიძლია დაძლიო შენი შიში, დაძლიო ყველა წინაღობა, რამდენად შეგიძლია უსამართლობას აღუდგე წინ, ამიტომ ხართ გამარჯვებულები. არ მახსოვს არცერთი შემთხვევა, როდესაც ხალხის წინააღმდეგ მდგარ ხელისუფლებას გაუმარჯვია, ეს არასდროს მომხდარა, ამიტომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, თქვენ ხართ გამარჯვებულები და ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს. მთავარი, რაც ჩვენს ხალხს უნდა, არის სამართლიანობა, რაც თითოეულ თქვენგანს უნდა, რომელიც ახლა ამ პანდემიის პირობებში დგას, თან ასე ახლოს, არის ის, რომ მათ უნდათ სამართლიანობა. ჩვენ გვჭირდება თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი არჩევნები და ჩვენს ქვეყანას სჭირდება ეს, იმიტომ, რომ სხვა არჩევანი არ აქვს ჩვენ ქვეყანას, ვიდრე ეს არის დემოკრატია და თავისუფლება. ამიტომ მე მჯერა, როცა აქ ვდგავართ, რომ ეს ბრძოლა ამ გამარჯვებას აუცილებლად მოიტანს. ჩვენ ხალხს ექნება ეს თავისუფლება. მინდა ივანიშვილს ერთი რჩევა მივცე, დიახ, მე მას კარგად ვიცნობ, ძალიან კარგად ვიცნობ და ერთადერთი რაც მას უკან დაახევინებს ეს თქვენი ძალაა, თქვენი სიმტკიცეა და თქვენი გაუტეხლობაა. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება უსამართლო, თუნდაც ეს ყველაზე ძვირფასი ადამიანი იყოს, ჩემთვის არის მიუღებელი როდესაც ამ ქვეყანას ართმევ თავისუფალ არჩევანს, სასამართლოს და დღეს რომ სასამართლო არსებობდეს, თქვენ ქუჩაში დგომა არ მოგიწევდათ.

ამიტომ უნდა დაიბრუნოთ თავისუფლებაც, სამართლიანობაც და თქვენ ყველანი უკვე გამარჯვებულები ხართ, ეს ბრძოლა მოიტანს ამ გამარჯვებას. თუ მას ოდნავ გონიერება შერჩენია და ამ პოლიტიკურ სიხარბეს სძლევს, უკან უნდა დაიხიოს, იმიტომ, რომ ხალხის წინააღმდეგ წასვლა არავის არასდროს არ გასვლია, ივანიშვილი ვერ გაიმარჯვებს საკუთარ ხალხზე, თქვენ გაიმარჯვებთ იმიტომ, რომ სამართლიანობისთვის იბრძვით", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა