გიორგი კახიანი - ოპოზიციის უფლებაა აბსურდული მოთხოვნები დააყენოს - ჩვენ ამას სერიოზულად არც ვუყურებთ

უმრავლესობის ვიცე-სპიკერის, გიორგი კახიანის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ულტიმატუმის შესრულებას „ქართული ოცნება“ არ აპირებს.

როგორც კახიანმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა აბსურდულია.

„მათი უფლებაა, რომ კანონის და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოაწყონ საპორტესტო აქციები და მათი უფლებაა აბსურდული მოთხოვნები დააყენონ ამ აქციებზე. თუმცა, ბუნებრივია, რომ ჩვენ ამას სერიოზულად არც ვუყურებთ. იმედი მაქვს, ისინი ძალიან მალე თავადვე გაათვითცნობიერებენ თავიანთი მოთხოვნების აბსურდულობას და მიხვდებიან, რომ პოლიტიკურ ჩიხში აღმოჩნდებიან. იმედი მაქვს, დაუბრუნდებიან საარჩევნო რეჟიმს და მოგვიანებით საპარლამენტო ცხოვრებას“, - განაცხადა კახიანმა.

ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას სამი მოთხოვნით მიმართავენ. მოთხოვნები პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ელენე ხოშტარიამ გააჟღერა.

უფრო კონკრეტულად, ოპოზიციური სპექტრი მოითხოვს:

  1. ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები;
  2. გადადგეს თამარ ჟვანია და კომისიები სამართლინი წესით დაკომპლექტდეს;
  3. გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა