დავით ჭიჭინაძე - „ქართული ოცნება“ შეეცადა, ეს ქვეყანა ოცნებების სასაფლაოდ ექცია - ჩვენ ამას არ შევეგუებით

„ქართული ოცნება“ შეეცადა, ეს ქვეყანა ოცნებების სასაფლაოდ ექცია - ჩვენ ამას არ შევეგუებით, საქართველო ოცნებების სასაფლაო არ იქნება, - აღნიშნულის შესახებ პარტია „ტრიბუნას“ თავმჯდომარემ, დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჭიჭინაძის შეფასებით, ივანიშვილის ხელისუფლება ყველაფერს ცდილობს, რათა ქვეყანაში ნიჰილიზმი შექმნას და მომავალი გააბუნდოვანოს. მისივე თქმით, მოთხოვნა არის ერთი - ქვეყანაში არჩევნებს ჰქონდეს აზრი.

„ძალიან დიდი გზა გავიარეთ იმისთვის, რომ კარგი და ლამაზი ქვეყანა აგვეშენებინა, მაგრამ ყველა არჩევნების შემდეგ ვიკრიბებით, ვდგებით აქ იმისთვის, რომ ვებრძოლოთ მას, ვისაც ჩვენი წინსვლა არ უნდა. 31 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე დიდი ქურდობა ჩაიდინა - ქვეყანას მომავალი მოპარა! მოპარა მომავალი, რომელიც დემოკრატიით განისაზღვრება. ის ქვეყანას იმ ერთპარტიულ პარლამენტში უბიძგებს, რომლის დამარცხებისთვისაც მთელი ქართველი ერი იბრძოდა“, - მიმართა აქციის მონაწილეებს დავით ჭიჭინაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს