გიგა ბოკერია - ივანიშვილის და მისი სამარცხვინო გარემოცვის ინტერესშია, დროზე გადმოდგას ნაბიჯი, რაც საქართველოს სჭირდება

თვითონ ბიძინა ივანიშვილის და მისი სამარცხვინო გარემოცვის ინტერესშია, დროზე გადმოდგას ნაბიჯი, რაც საქართველოს სჭირდება, - ამის თაობაზე “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბოკერიას თქმით, უნდა ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები არსებითად შეცვლილ საარჩევნო ატმოსფეროში, რაც ცესკოს გამოცვლას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს. მისივე განცხადებით, თუკი ივანიშვილი გონს არ მოვა, პროტესტი გაგრძელდება.

“გაგრძელდება პროტესტი - მწარე, მაგრამ მშვიდობიანი და ყოვლისმომცველი. პარადოქსია, მაგრამ თვითონ ივანიშვილის და მისი სამარცხვინო გარემოცვის ინტერესშია, რომ გადადგას ნაბიჯი, რაც საქართველოს სჭირდება. ეს არის ამ სამარცხვინო არჩევნების შედეგების გაუქმება და ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით დიალოგის დაწყება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა