მედია - პალესტინის ლიდერი აპირებს ჯო ბაიდენს სთხოვოს, ამერიკის საელჩო იერუსალიმიდან კვლავ თელ-ავივში დააბრუნოს

პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს ჯო ბაიდენს სთხოვს, ამერიკის საელჩო კვლავ თელ-ავივში დააბრუნოს. ამის შესახებ მედია აბასის ოფისში წყაროზე დაყრდნობით წერს.

„პალესტინელი წყარო აცხადებს, რომ მართალია, ბაიდენი და მისი თანამშრომლები აპირებენ, საელჩო იერუსალიმში დარჩეს და აშშ შეინარჩუნებს დონალდ ტრამპის მიერ აღიარებულ იერუსალიმის სტატუსს, როგორც ისრაელის დედაქალაქს, აბასი სთხოვს ბაიდენს, გააუქმოს ამერიკის მიერ იერუსალიმის აღიარების სტატუსი და საელჩო კვლავაც თელ-ავივში დააბრუნოს“, - წერს გამოცემა israelhayom.com.

გამოცემის ცნობით, პალესტინამ ბაიდენს გაუგზავნა შეტყობინება, ისრაელთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების განახლების მზადყოფნის შესახებ იმ მომენტიდან, რომელიც 2016 წელს შეწყდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო