ლევან ხაბეიშვილი მმართველ პარტიაზე - აბსურდი არის ის, სადაც ახლა თვითონ შედიან და ამ აბსურდიდან გამოსვლა ძალიან გაუჭირდებათ

აბსურდი არის ის, სადაც ახლა თვითონ შედიან და ამ აბსურდიდან გამოსვლა ძალიან გაუჭირდებათ, - ასე პასუხობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი „ინტერპრესნიუსთან“ მმართველი პარტიის პოზიციას ოპოზიციის მოთხოვნების აბსურდულობასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ხელისუფლება არაადეკვატურია, ოპოზიცია და ხალხი კი უკან დახევას არ აპირებს.

„სამწუხარო რეალობაა, რომ როგორც არჩევნები გააუქმა ბიძინა ივანიშვილმა, ამ არჩევნების გაუქმების შემდეგ უკან დახევას არ აპირებს და ფაქტობრივად, მთელი საზოგადოება და ოპოზიციაც არის შეთანხმებული იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და არალეგიტიმურია. ულტიმატუმი, რომელიც გამოაცხადა ნიკა მელიამ არის ოპოზიციის ერთობლივი შეთანხმება და როცა ასეთი არაადეკვატურია ხელისუფლება, დაამთავრებს ძალიან ცუდად. თუ ფიქრობს, რომ ვინმე დაიღლება, ეს ასე არ მოხდება, ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ქართველი ხალხი გამარჯვებას არ მოიპოვებს, ამიტომ ან ახლა ამ არჩევანს დაუბრუნებს ხალხს ან არადა არავინ აპირებს უკან დახევას და მოდით პირდაპირ ვთქვათ, აშშ-ის საელჩოს გუშინდელი განცხადება, სადაც ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა იყოს, დღეს ოპოზიციამ გამოამჟღავნა მაღალი პასუხისმგებლობა და არა მარტო დღეს, მათ შორის, ყველა სამართლებრივი ნაბიჯი გავიარეთ, გასაჩივრებები, სასამართლოც კი, მიუხედავად იმისა, რომ ამის რწმენა არავის აქვს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ კანონის შესაბამისად. ყველა ხედავს, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორები, რომ მზად ვართ მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად, ამ დროს „ქართული ოცნება“ არ ელაპარაკება ხალხს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს