ცესკოსთან პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, სადაც ოპოზიციის მხარდამჭერები და აქტივისტები მიემართებიან, სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ტერიტორიაზე იმყოფება სპეციალური დანიშნულების რაზმი, ასევე ცესკოს შენობასთან განთავსებულია წყლის ჭავლის მანქანაც.

სამართალდამცავებს გადაკეტილი აქვთ ცესკოსთან შესასვლელი ორივე გზა. ერთ მხარეს თავად სამართალდამცველები დგანან, ხოლო მეორე მხარეს აღმართულია რკინის ჯებირები.

ოპოზიციური პარტიების ერთობლივი გადაწყვეტილებით, აქციის მონაწილეები ცესკოსთან გადაინაცვლებენ, სადაც, მათივე განცხადებით, „დღეიდან ვერავინ შევა და ვერავინ გამოვა“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა