ირაკლი კობახიძე - მიდგომა, რაც მშვიდობიანი პროტესტის მიმართ დავამკვიდრეთ, აუცილებლად იქნება ამ დღეებშიც შენარჩუნებული

მიდგომა რაც დავამკვიდრეთ მშვიდობიანი პროტესტის მიმართ, აუცილებლად იქნება ამ დღეებშიც შენარჩუნებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებმა ოპოზიციას მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდეს.

„ყველამ უნდა გაუწიოს ანგარიში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებას. მოწოდება იყო ორივე მხარის მიმართ შემდეგი: მათ მოუწოდეს ოპოზიციის წარმომადგენლებს მშვიდობიანი პროტესტისკენ, ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რაც ბუნებრივია კარგად ვიცით, რომ მშვიდობიან პროტესტს სჭირდება სათანადო მიდგომა. ეს მიდგომა რაც დავამკვიდრეთ ზოგადად 2012 წლიდან მოყოლებული მშვიდობიანი პროტესტის მიმართ აუცილებლად იქნება ამ დღეებშიც შენარჩუნებული“, - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა