აქციის მონაწილეები ცესკოს შენობასთან აღმართულ რკინის ჯებირებს ხელებსა და ქვებს ურტყამენ

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, ერთ-ერთ შესასვლელთან აღმართულ რკინის ჯებირებს ხელებსა და ქვებს ურტყამენ.

აქტივისტები სკანდირებე: „მონებო“, „ქურდებო“ და „გააღეთ“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მთელს ტერიტორიაზე განლაგებული არიან სამართალდამცავები, მათ შორის ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმიც. ტერიტორიაზე განთავსებულია სახანძრო მანქანაც.

ცესკოს შენობას აქციის მონაწილეებისგან სწორედ პოლიციელთა ცოცხალი ჯაჭვი იცავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო