ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ოპოზიციასთან შეხვედრა შედგეს, თუმცა „საკითხები უნდა იყოს განხილვადი და სერიოზული“

ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს გავუწევთ ანგარიშს და ბუნებრივია, შეიძლება ნებისმიერი შეხვედრა შედგეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ოპოზიციასთან შეხვედრის თაობაზე განაცხადა.

თუმცა, როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანი იქნება, რომ საკითხები, რომელიც შეხვედრაზე უნდა განიხილონ, იყოს „განხილვადი და სერიოზული“.

„საერთაშორისო პარტნიორებს თუ ექნებათ სურვილი, რომ შედგეს ასეთი შეხვედრა, გნებავთ ხვალ, გნებავთ ზეგ, როცა იქნება, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს გავუწევთ ანგარიშს და ბუნებრივია, შეიძლება ნებისმიერი შეხვედრა შედგეს, მაგრამ აქ ჩვენ პირველ რიგში ვიქნებით დამოკიდებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიციაზე და განმსაზღვრელი იქნება ასევე ის, თუ რას უნდა შეეხოს ეს შეხვედრა. საკითხები, რომელიც დადგება ამ შეხვედრაზე, უნდა იყოს ბუნებრივია, განხილვადი და სერიოზული,“- განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო