ირაკლი კობახიძე - აქციაზე, პიკზე იყო 7 ათასამდე ადამიანი, წამზომის გამორთვამდე კი მათი რაოდენობა 3 ათასამდე შემცირდა, შეიძლება 2500 კაციც იდგა იმ დროისთვის

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე აქციის დაწყებისას 7 ათასამდე ადამიანი იყო მისული, აქციის დასასრულს კი 2500-დან 3000-მდე მოქალაქე იმყოფებოდა.

ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"დღეს მგონი, ყველამ კარგად დაინახა ყველაფერი - აქციაზე, პიკზე იყო 7 ათასამდე ადამიანი და ამ ადამიანების რაოდენობა წამზომის გამორთვამდე, რაც თავისთავად საინტერესო მოვლენა იყო, შემცირებული იყო დაახლოებით 3 ათას კაცამდე, შეიძლება 2500 კაციც იდგა იმ დროისთვის აქციაზე. ეს იყო რეალურად აქციის მონაწილეთა რაოდენობა. მათ სჭირდებათ ხოლმე აქციის დასრულების დროს გასასვლელი და ეს გასასვლელი მათთვის აღმოჩნდა ცესკო. მივლენ ცესკოსთან, მერე დაიშლებიან და არ ვიცი, როგორ გააგრძელებენ. დღეს ყველაფერი გამოჩნდა ამ აქციით, ქართველმა ხალხმა მყარად დაადასტურა არჩევნების იმ შედეგების მიმართ ნდობა, რომელიც 31 ოქტომბერს დაფიქსირდა, როცა მილიონამდე ქართველმა მოქალაქემ მხარი დაუჭირა იმ კურსს, რომელიც აღებულია. ეს არის დასავლური კურსი, განვითარების, მშვიდობისა და სტაბილურობის კურსი. ეს განსხვავებული იყო 2012 წლამდე და შემოვაბრუნეთ ჩვენ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა