ირაკლი კობახიძე - ოპოზიციამ ვერ მოახერხა სათანადო რაოდენობით ადამიანების შეკრება

ოპოზიციამ სათანადო რაოდენობით ადამიანების შეკრება ვერ მოახერხა,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პარლამენტთან გამართულ აქციას გამოეხმაურა.

კობახიძე ვარაუდობს, რომ ამ ფონზე საქართველოს პარლამენტში მეტი პარტია შევა.

„გამყარდა ვარაუდი, რომელიც გვქონდა პარტიების პარლამენტში შემოსვლასთან დაკავშირებით, პროცესები რაც დღეს წარიმართა, ვგულისხმობ იმას, რომ ვერ მოახერხა ოპოზიციამ სათანადო რაოდენობით ადამიანების შეკრება, ბუნებრივია, დამატებით შეუწყობს ხელს იმას, რომ რაც შეიძლება მეტი პარტია შემოვა საქართველოს პარლამენტში. ეს სჭირდება არა „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს ხელისუფლებას, არამედ ეს სჭირდება ქართველ ხალხს და ქართულ დემოკრატიას. მრავალპარტიული პარლამენტი არის იმ პროცესის შედეგი, რომელიც უკავშირდებოდა საარჩევნო სისტემის რეფორმას, რაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალიან სერიოზული ძალისხმევის შედეგია და ეს ყველაფერი სჭირდება ქართულ დემოკრატიას, სწორედ ამისთვის არის საჭირო მრავალპარტიული პარლამენტი და მრავალპარტიული პარლამენტი საქართველოში აუცილებლად შედგება“, - განაცხადა კობახიძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა