ნიკა მელია - „გავრილოვის ღამე“ არ დასრულებულა - ისევ კობახიძე, ისევ ანზორ ჩუბინიძე, ისევ გახარია, ისევ  ივანიშვილი, მათი კოლექტიური სახელია „გავრილოვები“

ამ ქვეყანაში „გავრილოვის ღამე“ არ დასრულებულა და გრძელდება, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიისკენ მსვლელობაზე „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი პასუხია იმაზე, რომ ხალხი ითხოვს პატიოსან არჩევნებს.

„ხალხი ითხოვს მართალ არჩევნებს, სამართლიან ცესკო-ს, ქვეყანაში არჩევნები ჩატარდეს და არა დაწერონ. ქართველი ხალხის უზენაესი ნება აღსრულდეს, რა ნებასაც მე გამოვხატავ, ის ნება აისახოს და არა დამიწერონ და დამცინონ, არა სულში შეურაცხყოფა მომაყენონ, მთელი ქვეყანა თანხმდება, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარებულა. ბრძოლა იქნება ბოლომდე.

იქნება ბრძოლა თავისუფლებისთვის ბოლომდე. ყველა უნდა მოვიდეთ. „გავრილოვის ღამე“ ამ ქვეყანაში არ დასრულებულა და გრძელდება. ისევ კობახიძე, ისევ ანზორ ჩუბინიძე, ისევ გახარია, ისევ ივანიშვილი ანუ მათი კოლექტიური სახელია „გავრილოვები“. ეს ბრძოლა 20 ივნისის ბრძოლაა. ხალხს სურვილი აქვს, რომ ხელისუფლება შეცვალოს, ცვლის და სინამდვილეში სხვა რამეს წერენ. ამას ვინ შეურიგდება? ამას თვალს ვინ გაუსწორებს? არავინ! ძალიან ბევრი ვართ და დიდი ჟინია თავისუფლების ამ ქვეყანაში", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო