ალეკო ელისაშვილი -  ჩვენ თუ ახლა უკან დავიხევთ, საქართველოს დავკარგავთ

ჩვენ თუ ახლა უკან დავიხევთ, საქართველოს დავკარგავთ, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ცესკო-სთან განაცხადა, რითაც პოლიციის მიერ აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ყველაფრის მიუხედავად, ის ადგილზე რჩება და სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლას განაგრძობს.

„ყველაფერზე არის პასუხისმგებელი ხელისუფლება, ეს ნაძირალა კობახიძე. ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ წესიერი არჩევნები ჩატარდეს, რაც უნდა ის გამოიყენონ, მე პირადად ბოლომდე ვიბრძოლებ, ვიდრე ვიქნები ჯანმრთელი და ცოცხალი, აქ ვიბრძოლებ.

ჩვენ თუ ახლა უკან დავიხევთ, ჩვენ დავკარგავთ საქართველოს, შესაბამისად, გინდა წყლის ჭავლი გვასხან, გინდა გვირტყან, საქართველოს არ დავთმობთ. თქვას თამარ ჟვანიამ, რომ გადადგა, თორემ აქ ასე მთელი ღამე გაგრძელდება, ჯარი კი ნუ დაგვახვედრეს, თამარ ჟვანია დაგვახვედრონ, რომელმაც მოიჭრა თავი საქართველოს წინაშე და მოიპარა არჩევანი. უნდა გადადგეს, სხვაგვარად არ დაწყნარდება არაფერი“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, პოლიციამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. როგორც „ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, წყლის ჭავლის გამოყენება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა ცესკოსთან აღმართული დამცავი ჯებირის გარღვევა სცადეს.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ