ზაალ უდუმაშვილი - შიშისგან მუხლები უკანკალებთ - ხელისუფლება პრაქტიკულად ჩამოშლილია, სამოქმედო გეგმა არის  პროტესტი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ცესკო-ს შენობასთან პროტესტის გამოხატვის მიზნით დადგებიან, ვიდრე თანამდებობებს არ დატოვებენ „ცესკოს თავმჯდომარე და მთელი მისი ბანდა, რომლებიც 2020 წლის არჩევნების გაყალბებებში მონაწილეობდნენ". ამის შესახებ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს ცესკოსთან აქციაზე განუცხადა.

"ხალხი დგას ცესკო-სთან და ეუბნებიან დაიშალეთო. ამათ შიშისგან მუხლები უკანკალებთ. ეს არის ის ბოლო ნაბიჯები, რაც ხელისუფლებას შერჩა. თითქოს ძალის დემონსტრირება სურთ. ეს მათი სისუსტის დემონსტრირებაა, ხელისუფლება პრაქტიკულად ჩამოშლილია. სამოქმედო გეგმა არის პროტესტი. პროტესტია ის ერთადერთი გზა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაგვიტოვა", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეები პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. არსებული ინფორმაციით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა