„ლელო“ - კატეგორიულად ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის, მათ შორის წყლის ჭავლის გამოყენებას

„ლელო“ კატეგორიულად გმობს ამ ვითარებაში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის, მათ შორის წყლის ჭავლის და სავარაუდოდ, მხუთავი აირის გამოყენებას სამართალდამცველების მხრიდან, - ამის შესახებ ნათქვამია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ხელისუფლების და მმართველი ძალის ანალოგიური ქმედება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, ხელი დააფაროს გამყალბებლებს და ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანის ქურდებს.

მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარი უფლებების აღდგენას ითხოვდნენ, ძალის გამოყენება დაუშვებელია და შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულებრივ ქმედებად საკუთარი მოქალაქეების მიმართ.

პირველივე წუთებიდან საქართველოს ხელისუფლება და შინაგან საქმეთა სამინისტრო არაპროპორციულ ძალას იყენებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. წყლის ჭავლის და სავარაუდოდ გაზის გამოყენება მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ დაუშვებელია. ეს ყველაფერი ხელისუფლების ისტერიაზე და პანიკურ ქმედებებზე მიუთითებს.

მოვუწოდებთ ამ პროცესში ჩართულ ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, არ გამოიყენოს ძალა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, არ შეასრულონ უკანონო ბრძანება და დაიცვან საქართველოს მოქალაქეების ინტერესები“, - ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო