მამუკა მდინარაძე - არავის სიამოვნებს ძალის, თუნდაც ლეგიტიმური ძალის გამოყენების ხილვა

არავის სიამოვნებს ძალის, თუნდაც ლეგიტიმური ძალის გამოყენების ხილვა, არავის არ სიამოვნებს ეს ადამიანურად,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის პირობებში ხდება ლეგიტიმური ძალის გამოყენება. ამასთანავე, მდინარაძემ აღნიშნა, რომ ისეთი დაწესებულებების ბლოკირება, როგორიც ცესკოა, კანონით ისჯება, „ოპოზიციის მიერ დაანონსებული ქმედება კი სწორედ ბლოკირების მცდელობაა და არა პიკეტირება“.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს, როდესაც არის უკიდურესი აუცილებლობა ლეგიტიმური ძალის გამოყენების, მხოლოდ მაშინ ხდება ეს ყველაფერი. ახლა ამ შემთხვევას რაც შეეხება, როდესაც ამბობ, რომ არავის შეუშვებ შენობაში, რომელიც არის განსაკუთრებული ობიექტი, და არავის გამოუშვებ და ამას არქმევ პიკეტირებას, უკვე ატყუებ საზოგადოებას იმიტომ, რომ ეს არის ბლოკირება. პიკეტირების განმარტება არის აბსოლუტურად სხვა და როდესაც შენს განზრახვას აანონსებ და აქტივისტებს მოუწოდებ, რომ იქ ხვალ დილიდან ვერავინ შევა და ვერავინ გამოვა, ეს არის ბლოკირება და როგორც იურისტი გიდასტურებთ, რომ ასეთი ობიექტების ბლოკირება ისჯება კანონით, მაგრამ პიკეტირება დაარქვეს მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ ჰქონოდათ სპეკულირების საშუალება,“- განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა