ნიკა მელია - ნებისმიერი ნასროლი რეზინის ტყვია და ჭავლი მათი რეჟიმისთვისვე იქნება მძიმედ და მტკივნეულად დამარცხების წინაპირობა

ნებისმიერი ნასროლი რეზინის ტყვია, ჭავლი და ა.შ. მათი რეჟიმისთვისვე იქნება მძიმედ და მტკივნეულად დამარცხების წინაპირობა, - ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ხალხი ისტორიის ერთ მხარეს დგას, მმართველი გუნდი კი ხალხის ოპოზიციაა.

"გონს იქნებ მოეგოთ, უკან ხელმძღვანელობა დგახართ, რობოკოპებს ამოფარებულები. ნებისმიერი სახის ძალადობა ათმაგად შემოგიტრიალდებათ უკან, ოღონდ, ეს იქნება დემოკრატიული აზვირთებული ტალღა, რომელიც წაგლეკავთ იმიტომ, რომ რეჟიმები წაილეკებიან ხოლმე ხალხის მიერ, დემოკრატიული ტალღის მიერ. დაფიქრდით და იცოდეთ, რომ თქვენი შვილებიც, ოჯახებიც გვიყურებენ და არ იძალადოთ. ძალიან ცუდ შედეგებს მოიმკით, ვერც გომელაური და ვერავინ ვერ გიშველით. რობოკოპის ოჯახის წევრები გვიყურებენ ახლა და ნამდვილად, არ არიან ამაყები. ოლიგარქის პირადი მცველები არიან, თავისუფლებისთვის ბრძოლაში ხალხი გაიმარჯვებს. რას ვაპირებთ და რასაც ხალხი ხედავს და იცის, რომ მოხდა, ის რომ მათი ნება არ აღსრულდა და ამ ნების აღსრულებისთვის ვიბრძვით და ბრძოლა იქნება ბოლომდე. ნებისმიერი ნასროლი რეზინის ტყვია, ჭავლი და ა.შ. მათი რეჟიმისთვისვე იქნება მძიმედ და მტკივნეულად დამარცხების წინაპირობა. როგორ გეკადრება ივანიშვილო, მეტი საქმე არ აქვს ერს, რომ შენი კობახიძე, მდინარაძე და ვიღაცები, რომელსაც ალაპარაკებ, იმას რისიც თავადაც არ სჯერათ, იმიტომ რომ უბრალოდ ფულს უხდი და რეჟიმის მორჩილებად აქციე, ამაყი წელში გამართული ერი რობოკოპს არ უშინდება და უკან არ იხევს, იმიტომ რომ თქვენ ხალხის ოპოზიცია ხართ. აქ პარტიები არაფერ შუაშია. აქ ხალხია ისტორიის ერთ მხარეს.

გვაფრთხილებენ კიდევ გამოვიყენებთ წყლის ჭავლსო, დაგვასველებენ, ფიზიკურად გაგვისწორდებიან და სახლში წავალთ და აღარ შევიკრიბებით და კობახიძეს და ივანიშვილს უჩა მამაცაშვილითურთ ვაბოგინებთ? ეს არ იქნება ჩვენი შვილების საქართველო. ყველაფერს აკეთებ ივანიშვილო იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში აღარ დაგედგომებოდეს. მომავალს გვპარავ. თავისუფლებას გვინადგურებ. ცუდად იცნობ ერს. წახვალ ივანიშვილო და თუ არ წახვალ გაგიშვებთ", - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქით, ეს "ქაჯეთის სიცხე" ხვალიდან ვერ იმუშავებს.

"სულ რომ დაგვლეწონ, რომ დაგვიჩეხოთ შუბლები, სული რომ დალიოთ ჩვენი, დამარცხებულები ხართ! რომ დაგვაბრმავოთ, რომ გვესროლოთ, მანც დამარცხებულები ხართ! იმიტომ რომ ისტორიის არასწორ მხარეს დგახართ ძმებო, მოძალადეებს იცავთ, უჩა მამაცაშვილებს, ფარცხალაძეებს იცავთ. კრიმინალებს იცავთ", - მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მობილიზებულ სამართალდამცავებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ და დასძინა: "ეს ქალი გადაგება და ახალი არჩევნები ჩატარდება".

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს