ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა ცეცხლი დაანთეს

ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა ბალახით რამდენიმე ადგილზე ცეცხლი დაანთეს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ "წადი, წადი!“, "თამარ ჟვანია, მონა ჟვანია".

ადგილზე რჩებიან სპეციალური დანიშნულების რაზმები და პოლიციის დანაყოფები, ასევე სპეცტექნიკა და სახანძრო- სამაშველო მანქანები.

შეგახსენებთ, პოლიციამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყება. თავდაპირველად შსს-მ წყლის ჭავლი მას შემდეგ გამოიყენა, რაც აქციის მონაწილეების ნაწილი ტერიტორიაზე განთავსებული დამცავი ჯებირის გარღვევას შეეცადა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო