დღეს უნდა ვიყოთ გამძლე, იმიტომ, რომ რუსეთთან და ოლიგარქთან ბრძოლა არ არის მარტივი, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ცესკოსთან აქციის მონაწილეებს.
მისი თქმით, სწორედ მათ გამძლეობაზეა დამოკიდებული ბევრი რამ.
„მე არ მესმის თამარ ჟვანიას რად უღირს ის, რომ აქ ამდენი ადამიანი ითხოვს სამართლიან არჩევნებს და იქ არის ამოფარებული ჩირგვებს. ყველაფერი იმაზე კარგად იქნება, ვიდრე წარმოგვიდგენია, რადგან თქვენ ხართ შეუდარებელი ადამიანები. გამძლეობა ყველაზე მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია სამართლიანი, მშვიდობიანი ბრძოლა. ჩვენ წყალს ვერ გავუშვებთ, მათ აქვთ ყველაფერი, მაგრამ ჩვენ გვაქვს შიშველი ხელები და სიმართლე. არცერთი ნაბიჯი უკან,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.