EMC - მოვუწოდებთ შსს-ს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საპოლიციო ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების წინააღმდეგ

EMC მოუწოდებს შსს-ს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საპოლიციო ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების წინააღმდეგ.

როგორც EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, წყლის ჭავლის გამოყენება მოხდა წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

„რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა ჯგუფებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს მაშინ, როცა შეკრების ადგილზე შეკრების მონაწილეების მხოლოდ მცირე ნაწილი იყო თავმოყრილი და მათი დიდი ნაწილი არსებითად მშვიდობიან ქცევას ინარჩუნებდა. წყლის ჭავლის გამოყენება ადგილზე მობილიზებულმა დიდი რაოდენობის სპეციალურმა ძალებმა ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაიწყეს“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც EMC-ი ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს