ნინო ლომჯარია ცესკოსთან განვითარებული მოვლენების თაობაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას მიმართავს

მივმართავ თხოვნით ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას პოლიტიკური ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისკენ! - ასე ეხმიანება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ცესკო-სთან განვითარებულ მოვლენებს.

ნინო ლომჯარია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ასევე მიმართავს ოპოზიციას, რომ ყველაფერი გააკეთონ სიტუაციის განსამუხტად.

„მივმართავ თხოვნით ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას პოლიტიკური ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისკენ! ეს თქვენი პასუხისმგებლობაა!

მივმართავ თხოვნით ოპოზიციის ლიდერებს, მოუწოდონ მომხრეებს სიმშვიდისკენ და გააკეთონ ყველაფერი ვითარების განსამუხტავად!

მივმართავ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, გააკეთონ ის, რაც გასაკეთებელია!“, - აცხადებს ლომჯარია.

იხილეთ ვიდეო: სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მზად არის ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთოს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა