ელენე ხოშტარია - სამოქმედო გეგმა არის უწყვეტი სამოქალაქო პროტესტი მშვიდობიანი ფორმით, ვიდრე არ მივაღწევთ შედეგს

"ევროპული საქართველოს" წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ოპოზიციის სამოქმედო გეგმა არის უწყვეტი სამოქალაქო პროტესტი, მშვიდობიანი ფორმით სანამ შედეგს არ მიაღწევენ.

როგორც ხოშტარიამ ცესკოსთან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ქვეყნის მართვა შეუძლებელია, როცა ხელისუფლებას არანაირი საფუძველი მხარდაჭერის არ აქვს.

"ყოველ ჯერზე ჩანს "ქართული ოცნების" სახე, როდესაც ასე უსწორდებიან ადამიანებს. ჩვენი გეგმა არის უცვლელი. სამოქმედო გეგმა არის უწყვეტი სამოქალაქო პროტესტი, მშვიდობიანი ფორმით სანამ არ მივაღწევთ შედეგს. ადამიანების აქ მოსვლამ გამოიყვანა ხელისუფლება წყობიდან და აბსოლუტურად გაუგებრად გაუშვეს გაზი და წყლის ჭავლი. არ აქვს ლეგიტიმაცია ამ ხელისუფლებას. არ მივაღწევთ შედეგს და იქნება პროტესტი. ხელისუფლებას რა უნდა ამაზე არ არის, სხვა გამოსავალი ამ ვითარებიდან არ არის. ასე ამ ქვეყნის მართვა შეუძლებელია, როცა არ გაქვს არანაირი საფუძველი მხარდაჭერის, ეს შეუძლებელია. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ",- განაცხადა ხოშტარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა