ცესკოსთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია დასრულებულია

ცესკოსთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია დასრულებულია. ტერიტორია მოქალაქეებმა უკვე დატოვეს. ადგილზე კვლავ რჩება სამართალდამცველთა და სპეციალური დანიშნულების რაზმის გარკვეული შემადგენლობა.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აქცია რუსთაველის გამზირზე 9 ნოემბერს, 18:00 საათზე კვლავ გაიმართება, სადაც სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.

"9 ნოემბერს, 18:00 საათზე ერი რუსთაველის გამზირზე დადგება და იქ მივიღებთ გადაწყვეტილებებს კონკრეტულად, გეგმასთან დაკავშირებით.

ახლა, მთავარია, 9 ნოემბერს, 18:00 საათზე, ისევ რუსთაველის გამზირზე მისვლა. ასე იქნება, ვიდრე ადამიანი არ მიხვდება, რომ არც ხელკეტების, არც ძალადობის, არც ფიზიკური შეურაცხყოფის არავის ეშინია. პირიქით, რასაც ივანიშვილის რეჟიმი გააკეთებს, მისივე ხელისუფლებისთვის იქნება ძალიან მტკივნეული. ეს ხელისუფლება დაღმავალია, უკვე, ვარდება", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა თავდაპირველად აქცია რუსთაველის გამზირზე გამართეს. მას შემდეგ კი, რაც მათ მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა, ოპოზიციის მხარდამჭერებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დღეს რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაშლის მიზნით წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენეს. არსებული ინფორმაციით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს