Reuters - აშშ პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, სადაც კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყების დროიდან აშშ პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, სადაც კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში კოვიდ 19-ით ინფიცირების მილიონამდე შემთხვევა ბოლო 10 დღის განმავლობაში გამოვლინდა.

აშშ-ში შაბათს კორონავირუსის 131 420 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის. რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ში ვირუსს დღემდე 237 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ცნობისათვის მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 50 მილიონს გადააჭარბა.

იხილეთ ვიდეო: Reuters - აშშ პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, სადაც კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო