დასავლური მედია თბილისში, ცესკო-ს შენობასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება

დასავლური მედია საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. „ქართულმა პოლიციამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან შეკრებილი ასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა,“- წერს Reuters-ი.

სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დემონსტრანტების მოთხოვნა ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას, გადადგომა და საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებაა.

„მომიტინგეებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან რუსთაველის გამზირიდან გადაინაცვლეს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავებს ქვების სროლა დაუწყეს,“- წერს Reuters-ი.

საქართველოში განვითარებულ მოვლენებს BBC-ც ეხმიანება.

„პოლიციამ საქართველოს დედაქალაქ თბილისში შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც გასულ კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, წყლის ჭავლი გამოიყენა,“- წერს გამოცემა.

BBC-ის ცნობით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ათასობით ადამიანი შეიკრიბა. „ისინი ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ“- წერს BBC-ი.

გამოცემა „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით კი, თბილისში არჩევნების შედეგები ოპოზიციის ათობით ათასმა მხარდამჭერმა გააპროტესტა.

„საქართველოში პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დემონსტრანტები არჩევნების ხელახლა ჩატარებას მოითხოვდნენ. ოპოზიცია მმართველ პარტიას ამომრჩევლის მოსყიდვასა და მათ მიმართ მუქარის განხორციელებაში ადანაშაულებს,“- წერს „დოიჩე ველე“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო