თორნიკე შარაშენიძე - ულტიმატუმის მიცემა სრული უაზრობა იყო, 8 საათზე ბუნებრივია, არც ივანიშვილი და არც არავინ გაიქცეოდა

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიებისა და მმართველი გუნდისთვის, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი არის ორმხრივი კომპრომისი. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, უნდა მოხდეს ხმების ობიექტურად გადათვლა და ამის შემდეგ ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში.

„გუშინ აქციაზე წყლის ჭავლის გამოყენებამდე ჯერ უნდა გაეფრთიხლებინათ დემონსტრანტები. ყველგან იყენებენ ხოლმე წყლის ჭავლს, მაგრამ ჯერ აფრთხილებენ. მე მიკვირს, რომ ამდენი მძიმე გამოცდილების, 20 ივნისის, 7 ნოემბრის და ა.შ. ვერ დაგროვდა საკმარისი გამოცდილება და ცოდნა, რომ ცივილურად მოხდეს დემონსტრაციების დაშლა, როცა კანონი ამას ითვალისწინებს, ეს მიკვირს. რაც შეეხება სტრატეგიას, ულტიმატუმის მიცემა იყო სრული უაზრობა, 8 საათზე ბუნებრივია, არ გაიქცეოდა არც ივანიშვილი და არც არავინ, საპასუხოდ რა უნდა მოიმოქმედოს ოპოზიციამ, მართალი გითხრათ, არ მესმის. მათ რჩებათ ერთადერთი კოზირი, როცა დღეს, 10 საათზე ამოქმდდება შეზღუდვები ე.წ. კომენდანტის საათი, შეიძლება გეგმავენ დაუმორჩილებლობის მოწყობას და ამ შემთხვევაში, მთავრობას სერიოზულად გაუჭირდება 10 ათასი დემონსტრანტი თუ იქნება რუსთაველზე, ყველას დაჭერა. პოლიციაში წაყვანა არ იქნება ასე მარტივი, შესაბამისად, ძალიან გაუჭირდება ხელისუფლებას და „კომენდანტის საათის“ გამოცხადებაც, ჩემი აზრით, სერიოზული შეცდომა იყო“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

მისივე თქმით, ნაკლებ სავარაუდოა ოპოზიციას ერთიანი გეგმა და პოზიცია ჰქონდეს, რადგან მათ ნაწილს პარლამენტში შესვლა სურს.

„სააკაშვილი და მისი პარტია, არა ყველა, მაგრამ ნაწილი განწყობილია უფრო რადიკალური სცენარისთვის და ამ ყველაფრის გათვალისწინებით არ მგონია, რომ მათ ჰქონდეთ ერთიანი თანმიმდევრული გეგმა. რაც შეეხება მმართველი გუნდის გუშინდელ განცხადებებს, როცა ითვლი ადამიანების რაოდენობას და ამბობ, რომ არ მოვიდა 20 ათასი და მოვიდა 19 ათასი, ეს არის დიდი სისულელე. მსგავსი რაღაცები ხომ გვახსოვს, ეს არ უმთავრდებოდა მთავრობას კარგად, მაშინაც კი როცა დემონსტრანტები იყვნენ ცოტანი და მთავრობა იყო უფრო ძლიერი, მაშინაც კი მთავრდებოდა ცუდად, როცა მთავრობა აინგორებდა საკუთარი მოსახლეობის თუნდაც ნაწილს, ეს არის პრობლემა, ყოველ შემთხვევაში მისი ზოგიერთი წარმომადგენლის, რომელიც გუშინ მთელი დღის განმავლობაში მოძღვრავდა ერს ტელევიზიით. გამოსავალი არის ორმხრივი კომპრომისი, ჯერჯერობით ორივე მხარე ჯიუტობს. ორმხრივი კომპრომისი არის ის რომ: მოხდეს ხმების გადათვლა, ოღონდ ალბათ თამარ ჟვანიას ხელში ეს არ მოხდება და ობიექტური გადათვლის შემდეგ, გამოვლინდეს დარღვევები, რის შემდეგაც ოპოზიცია შევიდა პარლამენტში. მათ პარლამენტში შანსი ყველა ვარიანტში მიეცემეთ, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანას ელის კრიზისი და როგორ გაუმკლავდება „ოცნება“ ამ კრიზისს რთული სათქმელია“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა