არმაზ ახვლედიანი - ივანიშვილი არაკონსტიტუციური, სახელმწიფოებრივი ინტერესების დამსამარებელი, პოლიციური რეჟიმის მოთავე, ავანტიურისტია

„ევროპული საქართველოს“ წევრის, არმაზ ახვლედიანის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ადამიანებს უმთავრესი კონსტიტუციური უფლება, არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობა გაუუქმა. ახვლედიანი მიმართავს საზოგადოებას, რომ არ დაუთმონ მოძალადე რეჟიმს საქართველოში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების გაუქმება და გამოხატონ პროტესტი.

„თვითმარქვია, ჯალათმა ივანიშვილმა უმთავრესი კონსტიტუციური უფლება, სამართლიანი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობა, გაგვიუქმა! მოძალადე, პოლიციურმა რეჟიმმა აღშფოთებული მოქალაქეების მშვიდობიან, სამართლიან პროტესტს სრულიად არაპროპორციული, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ზომებით უპასუხა! ძალადობა, რაც საკუთარი თვალით ვნახე და სხვების მსგავსად სრულად ვიწვნიე შუაღამისას ცესკოს შენობასთან, არ მიტოვებს არავითარ სხვა შესაძლებლობას, თუ არა მკაფიოდ ვთქვა ის, რაც არაერთხელ მითქვამს ბოლო წლების განმავლობაში: ივანიშვილი არაკონსტიტუციური, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დამსამარებელი, პოლიციური რეჟიმის მოთავე, ავანტიურისტია! აშშ-სა და ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ უნდა შეაფასონ ივანიშვილის რეჟიმის მიერ დემოკრატიის ხელყოფა და იმ შემთხვევაში, თუ “ოცნება” სასწრაფოდ არ გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს უმწვავესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად (მათ შორის მოლაპარაკებები ოპოზიციასთან), დაიწყოს მის მიმართ სანქციების მექანიზმის ამოქმედება! მოვუწოდებ ჩვენს საზოგადოებას, არ დავუთმოთ მოძალადე რეჟიმს საქართველოში თავისუფლების და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების გაუქმება, ქვეყნის კრემლის ორბიტაზე გადაყვანა და ნორმალური განვითარების პერსპექტივის განადგურება! მტკიცედ გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი, შევუერთდეთ აქციას აქ, რუსთაველზე, ბათუმში და მთელი ქვეყნის მასშტაბით! დაუღალავი სამართლიანი ბრძოლით დავიბრუნოთ ოლიგარქ-დიქტატორის მიერ მიტაცებული ჩვენი სამშობლო!“,- განაცხადა ახვლედიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა