ზურაბ ჭიაბერაშვილი - ივანიშვილის რეჟიმის პირობებში სიკვდილი, დღეს თუ ხვალ, სწრაფად თუ ნელა - ყველას იპოვის

“ევროპული საქართველოს” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, გაყალბებულ არჩევნებზეც, ხალხის ქუჩაში გამოსვლაზეც, იმაზეც, რაც გველოდება დეკემბერში - პასუხისმგებელია ის, ვისაც მართვა ძალადობით უნდა და არა თანხმობით. მისივე თქმით, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში სიკვდილი, დღეს თუ ხვალ, სწრაფად თუ ნელა - ყველას იპოვის.

„არათუ მიტინგები და დემონსტრაციები, არჩევნებიც რომ არ ყოფილიყო საერთოდ, დეკემბერში მაინც ის მოხდებოდა, რაც მოხდება. რატომ? იმიტომ რომ ივანიშვილს და მთავრობას არც არასოდეს ჰქონია ამ ეპიდემიის მართვის არაპოლიტიზებული, ხალხის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე გათვლილი გეგმა. "ოცნების" ყველაზე უსინდისო მომხრეებიც კი უკვე აღარ დაობენ პირველ პუნქტზე. დაობენ მხოლოდ ერთ რამეს: თუ იცით, რომ ისედაც მძიმე კვირები და თვეები გველის, რატომ არ გაჩერდებით სახლში. ვპასუხობ: იმიტომ, რომ ამ ხალხს აქვს შეგრძნება - ივანიშვილის რეჟიმის პირობებში სიკვდილი, დღეს თუ ხვალ, სწრაფად თუ ნელა - ყველას იპოვის. იპოვის რაღაც ფორმით: კორონათი, სიღარიბით, კრიმინალით, დეპრესიით. "ოცნების" ყველაზე უსინდისო მომხრემაც იცის, რომ თუ დაინფიცირდება, დიდი რისკის ქვეშ დგას. და ამ რისკთან შედარებით მიტინგზე დგომა ყველა უკვე უმნიშვნელო რისკად გამოიყურება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საშინელი ეკონომიკური კრიზისის მხოლოდ საწყის ეტაპზე ვართ ჯერ. არ არსებობს ეპიდემიის ადეკვატური მართვა ხალხისა და ხელისუფლების შეთანხმების გარეშე. მხოლოდ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში არჩეულ ხელისუფლებას ექნებოდა ამ თანხმობის გამომხატველი მანდატი. ეს წაგვართვეს, ეს მოიპარეს. ამიტომ ყველაფერზე - გაყალბებულ არჩევნებზეც, ხალხის ქუჩაში გამოსვლაზეც, იმაზეც, რაც გველოდება დეკემბერში - პასუხისმგებელია ის, ვისაც მართვა ძალადობით უნდა და არა თანხმობით,“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ დაინიშნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რისი ალბათობა რეალურია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვერც ერთი პარტია გადამწყვეტ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2021
ვიქტორ ყიფიანი - მოსკოვს ჰიბრიდულ-რევიზიონისტული საგარეო კურსის შესანარჩუნებლად სჭირდება ჟენევის მსგავსი ფორმატები, ძველი ან ახალი „წითელი ხაზების“ მონიშვნით საკუთარი და სხვისი ძალების მოსინჯვა
შვეიცარული პრემიუმ ბრენდი HORMETA უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში, ექსკლუზიურად PSP-ში
ვაშლის და საზამთრო-ნესვის არომატი – "სნო" ზაფხულს წყლის ახალი არომატებით იწყებს (R)
მოგზაურობა ძველ თბილისში და კულინარიული სამოთხე გურმანებისთვის - თბილისში უნიკალური სივრცე „ბაზარი“ გაიხსნა
ბინა განვადებით ლარში - „თეთრი კვადრატის“ ექსკლუზიური შეთავაზება უძრავი ქონების ბაზარზე