რუსეთში, ერთ-ერთ აეროდრომზე სამხედრო მოსამსახურემ სამი ოფიცერი მოკლა

რუსეთის ქალაქ ვორონეჟთან მდებარე სამხედრო აეროდრომ „ბალტიმორზე“ ერთ-ერთმა სამხედრო მოსამსახურემ სამი ოფიცერი მოკლა, ერთი კი დაჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურე თავდაპირველად ოფიცერს ნაჯახით დაესხა თავს და ცეცხლსასროლი იარაღი წაართვა, ამის შემდეგ კი აეროდრომის ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა.

თავდასხმის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

რუსული მედიის ცნობით, თავდამსხმელი ჯარისკაცი ანტონ მაკაროვია, რომელმაც გაქცევა მოახერხა და მას ამჟამად სამართალდამცავები ეძებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა