ცესკოს შენობასთან, სადაც გუშინ საპროტესტო აქცია გაიმართა, დამატებითი რკინის კონსტრუქციები განათავსეს

ცესკოს შენობასთან, სადაც გუშინ საპროტესტო აქცია გაიმართა, დამატებითი რკინის კონსტრუქციები განათავსეს.

მიმდებარე ტერიტორიაზე დანგრეულია ღობეები, შენობის წინ კი დიდი რაოდენობით ქვები და წყლის ბოთლები ყრია.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების გაერთიანებული საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე გუშინ 3 საათზე გაიმართა. თავდაპირველად ოპოზიციონერმა ლიდერებმა ხელისუფლებას 3 მოთხოვნის შესასრულებლად ვადა 20:00 საათამდე მისცეს, რა ვადის ამოწურვის შემდეგაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გადაინაცვლეს. ოპოზიციური პარტიების მოთხოვნები იყო და ამ დრომდე ძალაში რჩება შემდეგი: 1. ხელახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება; 2. ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა და კომისიების სამართლიანი პრინციპით დაკომპლექტება; 3. პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

რაც შეეხება ცესკოსთან განვითარებულ მოვლენებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ დროის სხვადასხვა მონაკვეთში წყლის ჭავლი გამოიყენა. ცესკოს ტერიტორიის მომიტინგეებისგან გასათავისუფლებლად პროცესში ჩართული იყო სპეცრაზმიც.

წყლის ჭავლის რამდენჯერმე გამოყენების მიუხედავად, აქციის მონაწილეები ცესკოსთან ბრუნდებოდნენ, თუმცა საბოლოოდ, ოპოზიციონერი ლიდერების გადაწყვეტილებით, წუხელ ღამით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქცია დასრულდა.

იხილეთ ვიდეო: ცესკოს შენობასთან, სადაც გუშინ საპროტესტო აქცია გაიმართა, დამატებითი რკინის კონსტრუქციები განათავსეს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა