ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულების ადვოკატის განცხადებით, საქმე "საბჭოთა მეთოდითაა შეკერილი"

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულების ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, საქმე "საბჭოთა მეთოდოთაა შეკერილი".

როგორც ბასილაია განმარტავს, აღნიშნულ საქმეს ხელისუფლება პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებს.

"ის, რასაც პროპაგანდისტულად ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, არის საპნის ბუშტი და ამორალური. ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ ხელისუფლებას ადამიანის ტრაგედიის გამოყენება უნდა პოლიტიკური მიზნებით, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები პიროვნულად შეძრულები არიან მეგობრის გარდაცვალებით, ამას ემატება მათ მიმართ სრულიად დაუსაუთებელი ბრალდების წარდგენა, თითქოს, რაღაც ზეწოლას ახდენდნენ გარდაცვლილის მიმართ. ეს არის საბჭოთა სტილში შეკერილი საქმე. ჩვენ მაქსიმალურად ღია ვართ და ამ საქმეს თუ ვინმე პროპაგანდისტულად იყენებს, ეს არის "ქართული ოცნება",- განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, ორი პირი, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე დააკავეს. მათ სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 151-ე და 339-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც იძულებას, მუქარასა და ქრთამის შეთავაზებას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა