ფსიქოაქტიურ ნივთიერებებებზე ან აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემების მოზარდებსა და ახალგაზრდებს უფასო სარეაბილიტაციო მომსახურება ექნებათ

ფსიქოაქტიურ ნივთიერებებებზე ან აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემების მოზარდებსა და ახალგაზრდებს უფასო სარეაბილიტაციო მომსახურება ექნებათ. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო კურსი ხანმოკლე და გრძელვადიან ინტერვენციულ პროგრამებს 13-დან 25 წლამდე მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვისაა განსაზღვრული. „სარეაბილიტაციო პროგრამის ხანმოკლე ინტერვენციას, რომლის ხანგრძლივობაც განსაზღვრულია 10 საათით 2 თვის ფარგლებში, მართავს მულტიგუნდი, რომელიც შედგება ფსიქოლოგის, ადიქტოლოგის/ექიმი ნარკოლოგის, სოციალური მუშაკისა და საჭიროების შემთხვევაში ფსიქიატრისაგან. აღნიშნული ინტერვენცია ასევე მოიცავს მშობლის/ოჯახის წევრის/მეურვის კონსულტირება-სწავლებასაც, რაც მიმართულია მოზარდის დამოკიდებული ქცევის ჩანაცვლების ხელშესაწყობად და რეაბილიტაციის პროცესში მისი მხარდამჭერი წრის დახმარების უნარების გაძლიერებისაკენ. გრძელვადიანი, ჰოლისტური ინტერვენცია ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე ან აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემების მქონე მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის გულისხმობს არაუმეტეს 4 თვიან სარეაბილიტაციო კურსს, ჯამში 20 საათის ხანგრძლივობით იმავე შემადგენლობის მულტიგუნდით და მხარდამჭერი წრის უნარების გაძლიერებით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 2 301053 - ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ან პროგრამაში დასარეგისტრირებლად ისარგებლეთ ცხელი ხაზით - 111 - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ცხელი ხაზი”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ვანო მაჭავარიანი - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია კოალიციური მმართველობის რაღაც ფორმაზე არ შეთანხმდნენ, ეს საქართველოსთვის უკეთესი პერსპექტივის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2020
„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - დღევანდელი დისტანციური სწავლება თავის მოტყუებაა
როგორ გავუშვათ ბიუჯეტური ონლაინრეკლამა მარტივად მაღალრეიტინგულ ვებგვერდებზე - ინტერვიუ Adword.ge-ს წარმომადგენელთან
თანამედროვე, მარტივი და უსაფრთხო ახალი ინტერნეტბანკინგი "პროკრედიტ ბანკის" მომხმარებლებისთვის
„ჰიუნდაის“ ელექტრომობილი 10 000-ლარიანი ფასდაკლებით, დამტენითა და 1-წლიანი დაზღვევით - შეთავაზება, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ
ლიბერთი ბანკი სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე აქციას იწყებს
ევროკრედიტში საჩუქრების დროა  აირჩიე ის, რაც გაგიხარდება
"სილქნეტმა" ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვებასა და ამასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით საფუძვლიანი კვლევები ჩაატარა