სალომე სამადაშვილი - საერთაშორისო პარტნიორებსაც ესმით, რომ დღეს კრიზისს ქმნის ხელისუფლება - მოლაპარაკებების საგანი უნდა იყოს, როგორ ვემზადებით განმეორებითი არჩევნებისთვის

სრულიად ვიზიარებ იმ პათოსს, რომ ჩვენ უნდა მოვძებნოთ ჩიხიდან გამოსავალი და მოლაპარაკებები უნდა შედგეს, მაგრამ თუ არსებობს რაიმე სხვა გადაწყვეტილება, გარდა ხელმეორე არჩევნებისა, როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს, არ მინახავს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა სალომე სამადაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მზადაა თუ არა ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით მმართველ გუნდთან დიალოგისთვის.

როგორც სამადაშვილმა განაცხადა, იმისთვის, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შენარჩუნდეს, კომპრომისის მოძებნა აუცილებელია.

„ყველას ესმის, რომ გამოსავალი ამ ჩიხიდან საბოლოოდ უნდა მოხდეს მოლაპარაკებების გზით. მათ შორის, მოლაპარაკებების საგანი უნდა იყოს, როგორ ვემზადებით განმეორებითი არჩევნებისთვის, როგორ იცვლება ცესკოს შემადგენლობა და როგორ კომპლექტდება ახალი შემადგენლობა. არ მგონია, ვინმეს აქვს აზრი, რომ მხარეებს შორის დიალოგის გარეშე შეიძლება ამ ვითარებიდან გამოსვლა. რა თქმა უნდა, ეს თეორიულად შესაძლებელი არაა, თუმცა ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს და მგონი, ეს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც ესმით, რომ დღეს ქვეყანაში კრიზისს ქმნის ხელისუფლება, რომელსაც აქვს დაკარგული საზოგადოებრივი ნდობის მანდატი და იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა და ბოლომდე არ ჩამოგვექციოს ნახევრად დაშლილი ჩვენი სახელმწიფო, ამისთვის აუცილებელია კომპრომისის მოძებნა“,- განაცხადა სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა