აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის არმიამ ზანგილანის რაიონის ბარტაზის დასახლება “ოკუპაციისგან გაათავისუფლა”

აზერბაიჯანულმა არმიამ ზანგილანის რაიონის ბარტაზის დასახლება ოკუპაციისგან გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

სააგენტო APA ვიდეო მასალას ავრცელებს, რომელიც მათი განმარტებით, „ოკუპაციისგან გათავისუფლებულ დასახლებაშია“ გადაღებული.

შეგახსენებთ, გუშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ქვეყნის არმიამ მთიანი ყარაბაღის ქალაქი შუშა ოკუპაციისგან გაათავისუფლა. სომხურმა მხარემ აღნიშნული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.

იხილეთ ვიდეო: აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის არმიამ ზანგილანის რაიონის ბარტაზის დასახლება „ოკუპაციისგან გაათავისუფლა“

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო