სერგი კაპანაძე - შეზღუდვის მშვიდობიან მანისფესტანტებზე გავრცელება ნიშნავს ივანიშვილისგან იმის თქმას, რომ მისი დეკრეტი კონსტიტუციაზე მაღლა დგას

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, დღეს 18:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიანი პროტესტი განახლდება.

მისივე თქმით, უცვლელი რჩება 3 მოთხოვნა, კერძოდ, ხელახალი არჩევნების ჩატარება, თამარ ჟვანიას გადადგომა, ახალი ადმინისტრაციის დაკომპლექტება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

„ჩვენ ვაგრძელებთ პროტესტს. დღეს, 18:00 საათზე, პარლამენტთან განახლდება პროტესტი, დანარჩენ გეგმებზე უკვე პარლამენტთან ვისაუბრებთ, რადგან როდესაც ასეთი ტიპის პროტესტი იგეგმება, მნიშვნელოვანია ადგილზე იქნას გახმოვანებული მომდევნო ნაბიჯები.

ჩვენი მოთხოვნები რჩება უცვლელი, ეს არის ხელახალი არჩევნების ჩატარება, ცესკოს თავმჯდომარის გადაყენება, ახალი ადმინისტრაციის დაკომპლექტება და ახალი წესების მიღება. მესამე, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლება, ამას უკვე დაემატა გუშინ დაპატიმრებული ადამიანებიც, რომლებიც ასევე უკანონოდ არიან დაპატიმრებულები.

რაც შეეხება შეზღუდვას, ეს შეზღუდვა, რომელსაც არ დაარქვეს „კომენდანტის საათი“, ეს არის რეალურად პოლიტიკური მიზნით შემოღებული შეზღუდვა და ვერაფრით ვერ იქნება უფრო მაღალი, ვიდრე კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფალი შეკრების უფლება, ამიტომ, ეს შეზღუდვა არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც არიან მშვიდობიანი მანიფესტანტები და გამოხატავენ თავიანთ პოლიტიკურ მიზნებს.

თუ ამას გაავრცელებს, ეს ნიშნავს ივანიშვილისგან იმის თქმას, რომ მისი დეკრეტი დგას უფრო მაღლა, ვიდრე კონსტიტუცია, რაც არის აბსოლუტური სიგიჟე და ამ შემთხვევაშიც, ვიცით ივანიშვილი რა მდგომარეობაშიც იმყოფება ახლა“,- განაცხადა კაპანაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო