ამირან გამყრელიძე - დიდი თავშეყრები და უმართავი, დაუცველი პროცესები ხელს შეუწყობს ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდას და ამას ერთი კვირის შემდეგ დავინახავთ

ჩვენ ვართ პანდემიის პერიოდში - ასეთი დიდი თავშეყრები და შემდგომ უკვე უმართავი, დაუცველი პროცესები, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდას ქვეყანაში და ამას ჩვენ დავინახავთ ერთი კვირის შემდეგ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 8 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციას.

მისივე თქმით, გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ-ერთი უპირველესი უფლებაა, თუმცა დაცული უნდა იყოს ბალანსი.

„მოგეხსენებათ, რომ გამოხატვის თავისუფლება ეს არის ადამიანის უფლებათა შორის ერთ-ერთი უპირველესი, მაგრამ გამოხატვის უფლებაზე უფრო მაღალი უფლება არის ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება. ამიტომ ჩვენ უნდა დავაბალანსოთ ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ვერავის ვერ ავუკრძალავთ და არ აუკრძალავთ, რომ გამოხატოს თავისი მოსაზრება, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ის, მაგრამ ამასთან ერთად დაცული უნდა იქნეს ის ყველა პრევენციული ღონისძიება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო: გამყრელიძე - დიდი თავშეყრები და უმართავი, დაუცველი პროცესები ხელს შეუწყობს ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდას და ამას ერთი კვირის შემდეგ დავინახავთ

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს