ამირან გამყრელიძე - სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების მაჩვენებელი დაახლოებით 6%-ის ფარგლებში გვაქვს

სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების მაჩვენებელი დაახლოებით 6%-ის ფარგლებში გვაქვს. რაოდენობრივად ეს დაახლოებით 2000 არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც სამედიცინო პერსონალი კორონავირუსისგან განიკურნება, სამუშაო ადგილს დაუბრუნდება.

„იცით, ჩვენი სამედიცინო პერსონალის მობილიზაციის მოწოდება. კარგია, რომ ძალიან ბევრი გამოეხმაურა ამ მოწოდებას. მე მხედველობაში მაქვს არამომუშავე ექიმები, პენსიაზე მყოფი ექიმები.

ასევე აქტიურად არიან ჩართულები მე-5 და მე-6 კურსის სტუდენტები, როგორც ექიმთა ასისტენტები ან ექთნად მომუშავეები.

სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების მაჩვენებელი დაახლოებით 6%-ის ფარგლებში გვაქვს. რაოდენობრივად ეს დაახლოებით 2000 არის. რა თქმა უნდა, მათი უმრავლესობა 2 კვირის განმავლობაში ჯანმრთელდება და ისევ უბრუნდება თავის სამუშაო ადგილს, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ამ კრიტიკული ადამიანების, განსაკუთრებით რეანიმატოლოგების და ინტენსიური თერაპიის ექიმების დაინფიცირება“,-განაცხადა გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო