ამირან გამყრელიძე - კიდევ ერთხელ მოწოდებაა, რომ ვისაც ეკუთვნის და ვინც არის რისკ ჯგუფი, ავიცრათ

კიდევ ერთხელ მოწოდებაა, რომ ვისაც ეკუთვნის და ვინც არის რისკ ჯგუფი, ავიცრათ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის საკმარისი რაოდენობაა.

მისივე ინფორმაციით, დღეისათვის ქვეყანაში 38 000-მდე ადამიანია უკვე აცრილი.

„ახლა არის უკვე ვირუსების სეზონი. ჯერ გრიპის ვირუსი არ ჩანს, არ ცირკულირებს, მაგრამ მალე ალბათ გამოჩნდება, მაგრამ სხვა რესპირაციული ვირუსები ცირკულირებენ აქტიურად. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოწოდებაა, რომ ვისაც ეკუთვნის და ვინც არის რისკ ჯგუფი, ავიცრათ. ვაქცინა საკმარისია, ასევე კერძო სექტორს აქვს კიდევ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. დღევანდელი დღის მონაცემებით, აცრილია 38 000-მდე ადამიანი. ეს ცოტაა, ჩვენ გვაქვს ვაქცინის 235 000 დოზა, ასევე გატანილი აქვს ჯარს და პოლიციას და იკეთებენ აცრას, იცრებიან ჩემი კოლეგებიც. 5000 დიაბეტიანია უკვე აცრილი, ასევე 2400 დიალეზზე მყოფი, მოხუცთა და ბავშვთა სახლებში უკვე 1000 ადამიანია აცრილი და ა.შ. დაახლოებით 13 000 ჩვენი კოლეგაა ქვეყანაში აცრილი. ექიმი, ექთანი, უმცროსი სამედიცინო პერსონალი ერთად არის 50 000-მდე და და სასურველია, ყველა იქნეს აცრილი, რამეთუ ისინი წინა ხაზზე არიან კოვიდის. შარშანდელი დიდი რეტროსპექტრული კვლევის ამონარიდი მინდა გითხრათ, რომ გრიპზე აცრილები და ის, ვინც კარგად იცავდა გრიპის საწინაღმდეგო ღონსძიებებს გაზაფხულზე თითქოს ნაკლებად დასნებოვდა კოვიდით. ეს არ არის მკაცრი მტკიცებულება, გრიპზე აცრა პირდაპირ არ იცავს, ის იცავს გრიპისგან, მაგრამ თუ გრიპზე აცრილი ხართ ნოემბერში და დეკემბერში, აღარ გვექნება ზედდება ამ ორი ვირუსის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს