ცესკოს შენობასთან დაკავებული არასრულწლოვანი პოლიციის განყოფილებიდან ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლეს

ცესკოს შენობასთან დაკავებული არასრულწლოვანი პოლიციის განყოფილებიდან დღეს დილით, 06:00 საათზე, ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლეს, - ამის შესახებ არასრულწლოვნის ოჯახის ახლობელმა ბესიკ წერედიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, პირველი ინსტანციის სასამართლოში ამ ეტაპზე საბუთები მიიტანეს, რათა პროცესი დაინიშნოს.

"წუხელ, 01:30 საათზე დააკავეს ცნობილი მოვლენების დროს. გამოძიება სტანდარტულად პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავება. მთავარი ასპექტია, რომ ბავშვი არასრულწლოვანია, გადაყვანილი ჰყავდათ დიდუბის განყოფილებაში და დღეს გამოუშვეს. უკანონოდ იყო დაკავებული და დღეს 06:00 გამოუშვეს. ახლა მოიტანეს საბუთები და სასამართლო პროცესი უნდა დაინიშნოს, საბედნიეროდ, ამ ქვეყანაში კანონმდებლობა ბავშვების დაკავების უფლებას არ იძლება. დიდი ალბათობით სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლებიან. დილით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, სავარაუდოდ, სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლებიან. ჩემი ნათესავი 19 დაკავებულს შორისაა, უბრალოდ პრობლება ისაა, რომ ახლობლებმა მისი დაკავების შესახებ არ ვიცოდით. რამდენიმე საათი უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული", - განაცხადა ბესიკ წერედიანმა.

ვანო მაჭავარიანი - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია კოალიციური მმართველობის რაღაც ფორმაზე არ შეთანხმდნენ, ეს საქართველოსთვის უკეთესი პერსპექტივის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2020
„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - დღევანდელი დისტანციური სწავლება თავის მოტყუებაა
როგორ გავუშვათ ბიუჯეტური ონლაინრეკლამა მარტივად მაღალრეიტინგულ ვებგვერდებზე - ინტერვიუ Adword.ge-ს წარმომადგენელთან
„ჰიუნდაის“ ელექტრომობილი 10 000-ლარიანი ფასდაკლებით, დამტენითა და 1-წლიანი დაზღვევით - შეთავაზება, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ
ლიბერთი ბანკი სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე აქციას იწყებს
ევროკრედიტში საჩუქრების დროა  აირჩიე ის, რაც გაგიხარდება
"სილქნეტმა" ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვებასა და ამასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით საფუძვლიანი კვლევები ჩაატარა
კატარის ავიახაზები 15 დეკემბრიდან მე-5 ახალ მიმართულებას ამატებს სან ფრანცისკოს მიმართულებით და კიდევ უფრო აფართოებს ამერიკის შეერთებული შტატების ქსელს
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კომპანია “GM Pharma”-ში
ლივომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამარტივებისთვის სერვისების 80% გააციფრულა