ამირან გამყრელიძე - დღეისთვის თავისუფალი იყო 250-მდე საწოლი - დღეს და ხვალ, 600-700 საწოლის მობილიზაცია მოხდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით ქვეყანაში 4500 დაკავებული და 250-მდე თავისუფალი საწოლი იყო.

როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამ ეტაპზე უმართავი სიტუაცია არ არის, არსებობს რიგი, მაგრამ შემდგომში ყველა თავსდება საავადმყოფოში.

„დღეისთვის თავისუფალი იყო 250-მდე საწოლი საქართველოს მასშტაბით და დაკავებული იყო 4500. ზოგადად, კოვიდისთვის განსაზღვრულია, რომ მობილიზაცია გაკეთდეს 8000-მდე საწოლის ქვეყანაში. დღეს და ხვალ როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, 600-700 საწოლის მობილიზაცია გაკეთდება.

ამ ეტაპზე უმართავი სიტუაცია არ არის, მესმის, რომ რიგია, მაგრამ შემდგომში ყველა თავსდება. ამისთვის ყველაფერს აკეთებს სახელმწიფო, ამიტომ შემოვიდა ბინაზე დატოვების კრიტერიუმები და შემდგომ შემოვიდა შუალედური კოვიდსასტუმროები, რომ მაქსიმალურად განიტვირთოს საავადმყოფოებზე ზეწოლა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ვანო მაჭავარიანი - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია კოალიციური მმართველობის რაღაც ფორმაზე არ შეთანხმდნენ, ეს საქართველოსთვის უკეთესი პერსპექტივის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2020
„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - დღევანდელი დისტანციური სწავლება თავის მოტყუებაა
როგორ გავუშვათ ბიუჯეტური ონლაინრეკლამა მარტივად მაღალრეიტინგულ ვებგვერდებზე - ინტერვიუ Adword.ge-ს წარმომადგენელთან
თანამედროვე, მარტივი და უსაფრთხო ახალი ინტერნეტბანკინგი "პროკრედიტ ბანკის" მომხმარებლებისთვის
„ჰიუნდაის“ ელექტრომობილი 10 000-ლარიანი ფასდაკლებით, დამტენითა და 1-წლიანი დაზღვევით - შეთავაზება, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ
ლიბერთი ბანკი სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე აქციას იწყებს
ევროკრედიტში საჩუქრების დროა  აირჩიე ის, რაც გაგიხარდება
"სილქნეტმა" ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვებასა და ამასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით საფუძვლიანი კვლევები ჩაატარა