გიგა ბოკერია - თურმე 4 წელიწადში თითქმის 3-ჯერ მეტ ჩვენ მოქალაქეს შეუყვარდა ბიულეტენების სახლში წაღება

თურმე 4 წელიწადში თითქმის 3-ჯერ მეტ ჩვენ მოქალაქეს შეუყვარდა ბიულეტენების სახლში წაღება, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკოსებმა მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყვიტონ პრობლემური უბნების კონკრეტული კრიტერიუმებით გადათვლისა და მეორე ტურების სამართლიანად ჩატარების საკითხები.

გიგა ბოკერიას თქმით, ოფიციალური მონაცემებითაც მკაფიოდ ჩანს, თუ როგორ დრამატულადაა გაზრდილი გაყალბების მასშტაბი წინა არჩევნებთან შედარებით.

„მე პატივს ვცემ მათ აზრს, ოღონდ ჩვენი პირველადი შეფასებით და ცესკოს ოფიციალური სტატისტიკითაც ჩანს, რომ მოულოდნელად, თურმე 4 წელიწადში თითქმის 3-ჯერ მეტ ჩვენ მოქალაქეს შეუყვარდა ბიულეტენების სახლში წაღება. ყოველთვის პრობლემატური არჩევნები გვქონდა, თუმცა უცებ დრამატულად გაიზარდა დაუბალანსებელი ოქმები, უბნები, სადაც მეტი ბიულეტენი იყო, ვიდრე ამომრჩეველი.

ძალიან მკაფიო სურათია, ამიტომ, თუ ვინმეს აქვს იდეები, როგორ უნდა მოხდეს კალიბრაცია იმის, თუ რამხელა ეფექტი ჰქონდა ამას და ჩვენი ვარაუდის შედეგად, დაახლოებით 10%-ის ფარგლებშია ეს ეფექტი, ამაში ვგულისხმობ „კარუსელებს“, ჩაყრას ბიულეტენების და მანიპულაციებს და თუ რომელიმე სამოქალაქო ჯგუფს აქვს იდეა, როგორ შეიძლება ამის კალიბრაცია მოხდეს, გვითხრან.

მე არ მომისმენია არც ერთი იდეა, რომელიც ამის საშუალებას მოგვცემდა. ეს კრიზისი შექმნა ივანიშვილმა და ჩვენთვის აქედან გამოსავალი ხელახალი არჩევნებია და ვინმეს სხვა ტიპის იდეა თუ აქვს, რომელიც ამ უმძიმეს პრობლემას გაანეიტრალებს, რაც ივანიშვილმა შექმნა, მოვისმენთ, ოღონდ ჯერ არ მომისმენია“, - განაცხადა ბოკერიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა