ვაკის საოლქო კომისიასთან დაკავებულ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს სასამართლომ 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ვაკის საოლქო კომისიასთან ზვიად კუპრავასთან ერთად აქციაზე დაკავებულ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს, გიორგი რურუას სასამართლომ 1000 - ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ამის შესახებ რურუამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ჯარიმის გადახდას აპირებს, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

„დამეკისრა 1000 - ლარიანი ჯარიმა, რის გადახდასაც ვაპირებ, თუმცა დიდად არ ვეთანხმები. კი, სამართალდამცველებს რაღაც ფორმის წინააღმდეგობა გავუწიე, მაგრამ არ მაქვს მე იმხელა შესაძლებლობა, რომ პოლიციელებს წინააღმდეგობა გავუწიო. ეს პროტესტი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ საბურთალოს ოლქზე ოქმების დარღვევა დაფიქსირდა", - განაცხადა გიორგი რურუამ.

შეგახსენებთ, რომ 5 ნოემბერს ვაკის საოლქო კომისიასთან აქციაზე ზვიად კუპრავასთან ერთად სამი პირი დააკავეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა