თბილისის მერია მოსახლეობას მიმართავს, არ ენდონ პირებს, რომლებიც მერიის სახელით, კორპუსებში მცხოვრებ ოჯახებს თანხის სანაცვლოდ სადარბაზოების დეზინფიცირებას სთავაზობენ

თბილისის მერიის ინფორმაციით, უცნობი პირები თბილისის მერიის სახელით, სხვადასხვა უბანში, კორპუსებში მცხოვრებ ოჯახებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სადარბაზოების დეზინფიცირებას სთავაზობენ.

როგორც თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული, არც თბილისის მერიის და არც მის დაქვემდებარებაში მყოფი არცერთი უწყების კომპეტენციაში არ შედის სადარბაზოების დეზინფექცია.

„დედაქალაქში კვლავ გააქტიურდნენ უცნობი პირები, რომლებიც თბილისის მერიის სახელით, სხვადასხვა უბანში, კორპუსებში მცხოვრებ ოჯახებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სადარბაზოების დეზინფიცირებას სთავაზობენ.

გაცნობებთ, რომ არც თბილისის მერიის და არც მის დაქვემდებარებაში მყოფი არცერთი უწყების კომპეტენციაში არ შედის სადარბაზოების დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია.

შესაბამისად, მოვუწოდებთ მოსახლეობას არ ენდონ პირებს, რომლებიც თბილისის მერიის სახელით მომსახურებას სთავაზობენ",-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: თბილისის მერია მოსახლეობას მიმართავს, არ ენდონ პირებს, რომლებიც მერიის სახელით, თანხის სანაცვლოდ სადარბაზოების დეზინფიცირებას სთავაზობენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა