პარლამენტის წინ ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები იკრიბებიან

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის დასაწყებად ემზადებიან. ადგილზე მიმდინარეობს სიტყვით გამომსვლელთათვის სცენის მოწყობა.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე სატარნსპორტო მოძრაობა გადაკეტილი არ არის.

აქციის მხარდამჭერები ადგილზე ოპოზიციის ლიდერების მოსვლას ელოდებიან.

ცნობისთვის, პარლამენტის შენობის წინ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით აქცია მეორე დღეა იმართება. ამასთან, აქციის მონაწილეები ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას ითხოვენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო