ხათუნა ლაგაზიძე - ხელისუფლებას ნერვებმა უღალატა, გადაწყვეტილების მიმღები პირები იყვნენ სრულ ისტერიკაში - პროცესების რადიკალიზაცია „ქართული ოცნების“ კისერზეა

ხელისუფლებას ნერვებმა უღალატა, გადაწყვეტილების მიმღები პირები იყვნენ სრულ ისტერიკაში, - ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გუშინ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

ხათუნა ლაგაზიძის თქმით, რაც გუშინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მოხდა, „ქართული ოცნების“ მცდარი და დამანგრეველი 8 - წლიანი პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელება იყო.

„წარმოუდგენელია, რომ იქ მყოფ რამდენიმე ადამიანს, სურვილის შემთხვევაშიც კი შეძლებოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში შეჭრა. იქ არაფერი განსაკუთრებული და განსხვავებული წინა დღეების პროტესტისგან არ გვინახავს. ძირითადად იყო ხმაურის გამოწვევის მცდელობა და რაღაც მონაკვეთში, როდესაც დიდი მასა მივიდა ღობესთან ძიძგილაობა იყო.

ის, რასაც ცდილობს ხელისუფლება, რომ ინტერპრეტაცია მოგვაწოდოს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმის გამოძახილი, რომ ხელისუფლებას იქ ნერვებმა უღალატა. გადაწყვეტილების მიმღები პირები იყვნენ სრულ ისტერიკაში. რისი მიღწევა უნდოდათ ამით, ჩემთვის გაუგებარია. სწორედ ასეთი ხელისუფლება არის ყოველთვის ყველა დროში და ყველა ქვეყანაში ყველაზე მეტად საშიში, როდესაც ისინი კედელთან მიყენებულად გრძნობენ თავს, სრულიად არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებენ.

ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, სამწუხაროდ, იყო ლოგიკური გაგრძელება „ქართული ოცნების“ აბსოლუტურად მცდარი და დამანგრეველი 8- წლიანი პოლიტიკის, რომელიც გამოიხატებოდა საკუთარი საზოგადოების ერთმანეთის მიმართ მტრულ ნაწილებად დაყოფაში. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს რომ საზოგადოება დაყოს თავისიანებად და „ნაციონალებად“, ამითი შენარჩუნებულიყო ხელისუფლებაში, ის ცუდია მაგრამ მე იმაზე ნაკლებად ცუდი ვარ. ცუდსა და უარეს შორის გვაკეთებინებდა არჩევანს ამ 8 წლის განმავლობაში, ამის შედეგი და გამოძახილი იყო გუშინდელი დღე. პროცესების რადიკალიზაცია, რასაც ვხედავთ, თავიდან ბოლომდე „ქართული ოცნების“ კისერზეა“,-განაცხადა ლაგაზიძემ.

ხათუნა ლაგაზიძის თქმით, ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე წასვლა თამარ ჟვანიას თანამდებობაზე ყოფნის დროს, ოპოზიციისთვის „თავზე ნაცრის წაყრააა“.

„თამარ ჟვანიას გადაყენება უნდა იყოს მთავარი მოთხოვნა. თამარ ჟვანიას თანამდებობაზე დარჩენის პირობებში ოპოზიციის მხრიდან რაიმე ტიპის მოლაპარაკებაზე წასვლა იქნება მხოლოდ თავზე ნაცრის წაყრა, თავის და ამომრჩევლის მოტყუების მცდელობა.

„ქართული ოცნების“ ხელში, თამარ ჟვანია უსირცხვილობის, უსინდისობის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.

პირველი რიგის ამოცანა უნდა იყოს თამარ ჟვანიას გადაყენება. შემდეგ პროცესები უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკების მაგიდაზე, არა გაყალბებული არჩევნების შედეგების გადათვლის მოთხოვნით, არამედ ხელახალი არჩევნების დანიშვნის პირობით“,- განაცხადა ლაგაზიძემ.

ცნობისთვის, გუშინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. შენობასთან რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაშლის მიზნით წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენეს. არსებული ინფორმაციით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.

საპროტესტო აქციაზე მყოფი ოპოზიცია მოითხოვდა ხელახალი არჩევნების ჩატარებას, თამარ ჟვანიას გადადგომას, ახალი ადმინისტრაციის დაკომპლექტება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა