ლევან ბეჟაშვილი - აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე სუს-ის დაკვეთით არიან დაკავებული

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე სუს-ის დაკვეთით არიან დაკავებული, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

მისივე თქმით, გარდაცვლილი და ბრალდებულები ახლობლები იყვნენ და პოლიციამ გაუგონარი, არაადამიანური ბრალდება წარადგინა.

„ყველამ კარგად იცის, რომ ხუსკივაძესა და კობალაძის მიმართ პოლიციამ მართლა გაუგონარი, არაადამიანური ბრალდება წარადგინა. ბუნებრივია, სუს-ის დაკვეთით, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ ოჯახის წევრები და ახლობლები იყვნენ ერთმანეთის. ეს ბრალდება ყველაზე მძიმეა მათთვის მორალური თვალსაზრისითაც. „ქართული ოცნება" ყველაფარის მკადრებელია, რომ თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესი დაიკმაყოფილოს“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, ორი პირი, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე დააკავეს. მათ სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 151-ე და 339-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც იძულებას, მუქარასა და ქრთამის შეთავაზებას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა